მე გავაკეთე განცხადება მას შემდეგ, რაც მოვისმინე და ვიხილეთ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით და მათი ლობისტების უშუალო მონაწილეობით კენჭისყრაში. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე და რომ არა ჩემი და ჩემი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება, ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა ვახსენებ რა ჩვენს ოპონენტებს და მათ ლობისტებს, პარტნიორებს, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ამის რისკები დავინახეთ ჩვენ, ვინაიდან ყოველად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად ვთქვით, ყოველგვარი დაფარვის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ჩვენ არასდროს შევეგუებით უსამართლობას და შეურაცხყოფას, ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი, სამართლიანი და პროპორციული შეფასებაც, ქმედებაც და რეაქციაც.
ღარიბაშვილი: რომ არა ჩვენი საჯარო მიმართვა, შესაძლოა ევროპული პერსპექტივა არ მიგვეღო
24 ივნ 202214:26
3 წუთის საკითხავი