logo
ENG



ღარიბაშვილი: სააკაშვილის გადაყვანაზე საუბარი სპეკულაციაა, სასჯელს ბოლომდე აქ მოიხდის

13 მაი 202213:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე საუბარი "სპეკულაციაა" და ის სასჯელს ბოლომდე საქართველოში მოიხდის.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი დამნაშავეა და კანონის შესაბამისად ისჯება. მან განაცხადა, რომ ყველას, ვინც თავს კანონზე მაღლა დააყენებს „შესაბამის ადგილს მიუჩენენ“, რის მაგალითადაც ღარიბაშვილმა ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

„ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის მაგ ვაჟბატონ ნიკა მელიას და იგივე პატიმარ სააკაშვილს.

ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია, კეთილი ინებოს და ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ასე შემდეგ არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია ეს ყველაფერი, არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა, გაუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებაზე ვიფიქროთ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


close დახურვა