logo
ENG



ღარიბაშვილი: სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყველაფერზე პიარი არაქართულია

05 დეკ 202214:25
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყველაფერზე პიარი არაქართულია

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები... მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, მთავრობა პირველი დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები არიან და ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და ამორალური პოპულიზმი არის უბრალოდ შემაშფოთებელი, არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას. ქართველი კაცი, ადამიანი, ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან იქნება ეს სამძიმრის სიტყვის თქმა თუ ნებისმიერი ფორმით გამოხატვა


close დახურვა