პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილისთვის, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე ადამიანებისთვის დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირება გაგრძელდება. მისივე თქმით, ეს, დაახლოებით, მილიონ ადამიანს ეხება.
"ჩვენ ეს პროგრამა პანდემიის დაწყების დღიდან გვქონდა, გრძელდებოდა 2 წელი, იანვარში შეწყდა და გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ - მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 იანვრის მთავრობის სხდომაზე.