logo
ENG



ღარიბაშვილი: უკრაინაში ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ გაჩერდეს რაიმენაირად

11 თებ 202315:05
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: უკრაინაში ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ გაჩერდეს რაიმენაირად

მე მინდა ერთი რამ ვუსურვო ყველას, მათ შორის ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს - მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დასრულება. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ომის დაწყების დღიდან 20% არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, 10 ათასობით ადამიანი დაღუპულია, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას, რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები. ამ ზარალს და ტკივილს, ვერავინ აღადგენს. ჩვენ ვუყურებთ რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რეალურად, უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ომი გაჩერდეს რაიმენაირად, რომ მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ეს, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. ამის შედეგად გარემო რომელიც შექმნილია უკრაინაში და რეგიონში, მთელ მსოფლიოში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა.

 


close დახურვა