logo
ENG



ღარიბაშვილი: ფოთი ირჩევს გაურყვნელ ადამიანს და მეორე მხრივ, არის კორუმპირებული გიგი უგულავა

27 აგვ 202114:18
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ფოთი ირჩევს გაურყვნელ ადამიანს და მეორე მხრივ, არის კორუმპირებული გიგი უგულავა
ქართული ოცნება

მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, თუ ვინ უპირისპირდება ღირსეულ კანდიდატს, ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. უპირისპირდება, ალბათ, ყველაზე, მე ვიტყოდი ასე, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი... ნათქვამია, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს და პოლიტიკაში, ჩვენ რაც გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ დღეს ჩვენ კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთსა და თავის ფოთელებს და მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. 


close დახურვა