პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების წარმოების პროექტზე მუშაობა განაახლეს. ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენების იდეა 2019 წელს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააჟღერა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ინვესტორი მოძიებული იყო, თუმცა პანდემიის გამო პროექტის განხორციელება გადაიდო.
"ჩვენ დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან და ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროექტი მივიყვანო ბოლომდე იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია. ასევე, მინდა ვთქვა, რომ აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტტროავტომობილების გამოშვებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.