logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო

20 ივლ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ახლა იმაზე მეტი ვაქცინაა, ვიდრე საჭიროა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს.

"ვაქცინები იყო პრობლემა. ვაქცინები შევიძინეთ და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო და შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა ჩამოვიდა უკვე ორი კვირის წინ. ფაიზერის მილიონი დოზის ჩამოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. ასევე, დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობიდან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება. გუშინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი დოზა სინოვაკი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მზარდია კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი, რაც საგანგაშო ტენდენციაა:

"გვინდა, ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების და გვინდა, ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული. მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ მთავრობას, გთხოვთ აიცერით".

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. 

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 7,19%, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%.

სულ ჩატარებულია 368 179 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.


close დახურვა