logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩვენი კანდიდატები მეორე ტურებში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ

03 ოქტ 202117:05
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების პარტიის კანდიდატები მეორე ტურებში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური 20 ქალაქში გაიმართება.

ღარიბაშვილმა ბრიფინგზე ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა:

"ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით, დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში. ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას", - თქვა მან.

მისივე თქმით, მეორე ტურებს მიესალმებიან, რადგან ეს "ხაზს უსვამს დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში ქართული ოცნების ძალისხმევით შეიქმნა".


close დახურვა