logo
ENG



ღარიბაშვილი ანა ნაცვლიშვილს: ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინშია რეალური პრობლემები

27 მაი 202217:52
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ნაცვლიშვილს მოუწოდა, "ტვინში ჩაიხედოს, იქნებ ტვინში რეალური პრობლემები აქვს". 

ლელოს წევრმა გასული კვირების განმავლობაში არაერთხელ დასვა კითხვა, არსებობს თუ არა მყარი გარანტიები, რომ საქართველო არ არის ან არ გახდება რუსეთისთვის შავი ხვრელი სანქციების ასარიდებლად. 

დღეს, 27 მაისს, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა:

"გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი და ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი ფაქტის გარეშე ამბობს, შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ. ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინშია რეალური პრობლემები"

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მაშინ, როცა საქართველო ელოდება ევროკავშირის წევრობის სტატუსს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც მიღებული არ არის, მსგავსი განცხადებების გაკეთება "არის მტრობა". 

"თქვენ და ყველანი არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს". - თქვა ღარიბაშვილმა. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მას ტაში დაუკრეს. 

დარბაზიდან ღარიბაშვილის განცხადებებს ოპოზიციის წევრები შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა ერთ-ერთ დეპუტატს მიმართა: 

"საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ". 


close დახურვა