logo
ENG



ღარიბაშვილი აქციებზე აშშ-ში:მსგავსი რამ, ჩვენ წინა წელს, ივნისში გამოვცადეთ

09 ივნ 202012:49
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტი გამოსვლებს აფასებს და პარალელს საქართველოში, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს. 

"მსგავსი რამ, ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს  - ასე აფასებს  ღარიბაშვილი ამერიკაში მიმდინარე მასშტაბურ აქციებს და მას მიუღებელ აგრესიასა და ვანდალიზმს უწოდებს. განცხადება ღარიბაშვილმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში  გააეკთა.

„რაც ხდება ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს. მცდელობა იყო ამ სუბიექტების, ამ ადამიანების მხრიდან ძალადობრივი გზით, პარლამენტში შეჭრა და პარლამენტის აღება. ქმედებები რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, უგულავამ, მელიამ, ოქრუაშვილმა და სხვებმა... რატომ დადიან თავისიფლად ქუჩაში? ჩვენ თუ არ დავსაჯეთ ყველა იმ პრეცენდენტის განმამეორებელი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის ჩვენი რევანშისტული ოპოზიცია. ოპოზიციას ერთადერეთი გზა რჩება, რომ რევოლუციური გზით დაამხონ ხელისუფლება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრი 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ 1 წლის წინ იყო პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა და ყველა ის პირი, ვინც ამ ოპროცესში მონაწილეობდა პასუხისგებაში უნდა მიეცეს. 

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.



close დახურვა