საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალ დონეს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
ალიევმა ღარიბაშვილს ბაქოში ვიზიტისა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ აზერბაიჯანს, როგორც მეგობარ ქვეყანას, ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში.
ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, რომ საქართველო, დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით, ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით, რაც ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.
წელს აზერბაიჯანში ეს ღარიბიშვილის მეორე ვიზიტია.