logo
ENG



ღარიბაშვილი ბორჯომზე: მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას

30 აპრ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი ბორჯომზე: მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბორჯომის საკითხზე, რომლის მფლობელიც დასავლეთის სანქციების ქვეშაა, მუშაობენ. როგორც ღარიბაშვილმა იმერეთში ჟურნალისტებთან განაცხადა, "სასიამოვნო ინფორმაცია" მალე გახდება ცნობილი.

"ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა, მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენა ხლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები", - ამბობს ღარიბაშვილი.

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას აჩერებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უკრაინაში ომის გამო რთული ვითარება შეიქმნა სარეალიზაციო ბაზარზე, რასაც საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაემატა.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია. კომპანია ფიგურირებს TI-ს კვლევაშიც, როგორც რუსული კომპანია. 2021 წლის ივნისამდე მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განაცხადეს


close დახურვა