საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა.
მისი თქმით, შეხვედრები ექნება მათ შორის ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა.
ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.