logo
ENG



ღარიბაშვილი ელისაშვილს: არანაირი კლანი მყოლია, ნაცების რიტორიკას ხართ აყოლილი

22 თებ 202119:18
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი ელისაშვილს: არანაირი კლანი მყოლია, ნაცების რიტორიკას ხართ აყოლილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი კლანების შესახებ მოქალაქეების დამფუძნებლის კითხვას პასუხობს და ალეკო ელისაშვილს ნაცების რიტორიკას აყოლილს უწოდებს. ღარიბაშვილის თქმით, მას კლანი არასდროს ქონია. 

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას ურთიერთობებში კონკრეტული წესები აქვს და ვინც მას არღვევს, ყველასთან წყვეტს ურთიერთობას. 

"თქვენ აყოლილი ხართ, როგორც ჩანს, ნაცების რიტორიკას და მათ მოგონილს - თითქოს კლანი მაქვს ან მქონდა - უნდა ჩამოყალიბდეთ. თუ ამბობთ, რომ მაქვს, გიპასუხებთ, რომ არ მაქვს. არც მქონია არანაირი კლანი. თუ კონკრეტული გვარები გაინტერესებთ და გაინტერესებთ ჩემი ურთიერთობები, ეს საინტერესო არ არის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება, ზოგადად გეტყვით, რომ თუ ვინმესთან მე ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე და ეს კონტექსტი იგულისხმეთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ... რისი თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, თუ ვინმეს გულისხმობთ, შეიძლება, მე დავზიანდი ყველაზე მეტად - ეს იყო 6 წლის წინ", - აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, შეცდომა ყველას მოსდის, მათ შორის მასაც. 


close დახურვა