logo
ENG



ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20 მაი 202120:43
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/20/wasvqtwpnorny88.jpg

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს აბდელატიფ გედირას შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში ზეთისხილის გაშენების, ზეითუნის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს. 

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეითუნის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. 

საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება.

საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. დედაქალაქი ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს.

 

close დახურვა