logo
ENG



ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოებზე: I ეტაპზე გადასახადი გაიზრდება, II ეტაპზე - აიკრძალება

22 ნოე 202111:19
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1 500 000 000 ლარი გაედინება, გაჭირვებული მოქალაქეები კი ყოველდღე აგებენ ფულს. 

პრემიერმინისტრის აზრით, ამის მოსაგვარებლად ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. მეორე ეტაპზე საერთოდ აიკრძალება ონლაინ თამაში. 

"მე ვისაუბრე ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. პირველ ეტაპზე ის წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რაც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის.

მოთამაშეების დიდი ნაწილი არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ. 

ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. 

მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

 


close დახურვა