logo
ENG



ღარიბაშვილი ოპოზიციის კოალიციაზე: რომელ ნორმალურს შეეძლო, დაეჯერებინა ეს ფარსი

21 ოქტ 202113:12
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობა

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის კოალიციურ კაბინეტს თბილისის მერობის არჩევნებისთვის ფარსს უწოდებს. მისივე თქმით, 20 აპრილს ნაციონალური მოძრაობის გუნდის პრეზენტაცია გაიმართა.

"რომელ ნორმალურს ადამიანს შეეძლო, დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ფაქტობრივად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, მთავარი ბანდიტის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი ამ მძიმე დანაშაულებისა", - თქვა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური კაბინეტი წარადგინა, მათ შორის 4 მერობის მოადგილეობის კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან, მათ შორის:

  • მამუკა ხაზარაძე - ლელო;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება;
  • ელენე ხოშტარია - დროა;
  • ირაკლი აბესაძე - უპარტიო. 

სხვადასხვა სამსახურსა და გამგეობებს უხელმძღვანელებენ:

  • სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი - სოფო ჯაფარიძე - ენმ;
  • კულტურის, განათლების, სპირტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - დეა მეტრეველი, ლელო;
  • ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი - გიორგი ნონიაშვილი - ევროპული საქართველო;
  • შესყიდვების სამსახურის უფროსი - მამუკა აჩბა;
  • მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი - დიმიტრი ბიძინაშვილი, ენმ;
  • იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი - გიგა ლემონჯავა - დროა;
  • მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა - ენმ;
  • ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი - ვასო ურუშაძე;
  • თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი - ნიკა ვაჩეიშვილი;
  • არქიტექტურის სამსახურის უფროსი - ანა ბიბილაშვილი, ლელო;
  • თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი;
  • გლდანის გამგებელი - თენგო გიორგაძე, ენმ;
  • ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე;
  • ჩუღურეთის გამგებელი - კახა ჟღენტი, ლელო;
  • ვაკის გამგებელი - საბა ბუაძე, ლელო;
  • საბურთალოს გამგებელი - ოთარ თავართქილაძე, ერთიანი საქართველო;
  • ისნის გამგებელი - ლანა გალდავა;
  • სამგორის გამგებელი - გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა;
  • მთაწმინდის გამგებელი - თამაზ დათუნაშვილი, ლელო. 

close დახურვა