საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში გაემგზავრა, ის 6-7 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, "მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას".
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.