მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
მათი ინფორმაციით, ის მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023.
"ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − "სატრანსპორტო დერეფნები" ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.