logo
ENG



ღარიბაშვილი შოვზე: მაშველებთან ერთად პროცესში ჩაერთვება თავდაცვის ძალები

04 აგვ 202314:16
3 წუთის საკითხავი
 

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

ის რაჭაში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სტიქიის ზონა. ძალიან მძიმე მდგომარეობა. უზარმაზარი ტალახის მასაა ჩამოტანილი და სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანადაა დაფარული და მძიმე ვითარებაა"- თქვა ღარიბაშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. 


close დახურვა