logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

29 სექ 202316:03
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილის თქმით, მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.

"აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით.


close დახურვა