logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია, როცა ამბობენ, რომ ფარსის ნაწილია და ივანიშვილი მართავს

12 ივლ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/12/e8t3eohhbrgczef.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ამბობენ, რომ ის ფარსის ნაწილია და ბიძინა ივანიშვილისგან იმართება.

"როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს", - წერს ღარიბაშვილი წერილში.


close დახურვა