ჩინეთიდან ახალდაბრუნებული პრემიერის ჩინური ინტერვიუ- ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორი ქვეყნის ახალ სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბრობს და სი ძინპინის საქებარ განცხადებებს აკეთებს. როგორც პრემიერი ღარიბაშვილი აღნიშნა, მისთვის საინტერესო იყო არა მხოლოდ ჩინეთის ლიდერის წიგნი მმართველობაზე, არამედ პირისპირ შეხვედრაც. საქართველოს პრემიერი იმედოვნებს რომ სავაჭრო პარტნიორების რიგებში პირველ ადგილს ჩინეთი დაიკავებს. როგორც ამ ინტერვიუდან იკვეთება ოცნების მთავრობა ანაკლიის პორტისა და ვაზიანის აეროპორტის ჩაბარებასაც სწორედ ჩინური კომპანიებისთვის მოიაზრებს.
ღარიბაშვილის ინტერვიუ ჩინეთის ტელევიზიასთან
12 აგვ 202320:14
3 წუთის საკითხავი