ძალადობის მხარეს მდგომი პრემიერი ჟურნალისტების ცემის ორგანიზატორების დასჯას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილის რწმენით, 53 ჟურნალისტს მასობრივად 28 ადამიანი დაუპირისპირდა. "გამოძიება გრძელდება", - ამბობს პრემიერი და მის ნათქვამს გომელაურის უწყება ფორმალური პროცედურებით უმაგრებს ზურგს. დღეს გამოკითხვაზე ვახო სანაია და ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს, ჟურნალისტები, რომლებიც 5 ივლისის ძალადობაში არ ფიგურირებენ, თავად აწვდიან მასალას გამოძიებას ორგანიზატორების შესახებ.
ღარიბაშვილის რწმენით, 53 ჟურნალისტს მასობრივად 28 ადამიანი დაუპირისპირდა
23 ივლ 202120:15
3 წუთის საკითხავი