logo
ENG



ღარიბაშვილის ღია მზარდაჭერა სასამართლო კლანს

10 აპრ 202320:15
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლო შტო დღეს ოფიციალურად ჩაბარდა მმართველ პარტიას. ახლა, როცა სანქციებმა შესაძლოა, სისტემა შეარყიოს, კლანსა და ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ სჭირდება ფორმალობების დაცვაც კი. დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში - ეს სიტყვები უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. სასამართლოს მმართველი ვიწრო გავლენიანი ჯგუფი და მისი მოკავშირე ქართული ოცნება ცდილობს, როგორც სისტემის შიგნით, ისე გარეთ - მთლიანად საზოგადოებას აჩვენოს, რომ რეჟიმი ძლიერია და სანქციები გავლენას ვერ მოახდენს. ღარიბაშვილმა საქართველოს სასამართლო ევროკავშირში ერთ-ერთი სამაგალითო უწოდა. 

 


close დახურვა