პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცეპრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანი კი ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს.
დავით ზალკალიანი გიორგი გახარიას მთავრობაშიც იკავებდა ვიცეპრემიერის პოსტს. გახარიამ ამ თანამდებობაზე ის და მაია ცქიტიშვილი დანიშნა.