logo
ENG



ღარიბაშვილმა უკრაინაში არჩასვლა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას დააბრალა

25 თებ 202212:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/m6ybcv999kfekph.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში არჩასვლა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას დააბრალა.

"კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია", - თქვა მან.

უკრაინის ცა გუშინ, 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ ჩაკეტეს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე საჰაერო სივრცე ღია იყო, ღარიბაშვილი კიევში არ ჩასულა.

ღარიბაშვილს არაერთხელ მოუწოდებს, რომ მხარდასაჭერად კიევში ჩასულიყო.


close დახურვა