logo
ENG



ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი 4 დღის შემდეგ გამოხატა

21 მარ 202214:28
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი 4 დღის შემდეგ გამოხატა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან, ასევე გაიხსენა, რომ სამხედროების ნაწილი იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში. 

"მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა. ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაგვიანებული სამძიმრის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერმა თქვა: "დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია".

ასევე, ღარიბაშვილს ჰკითხეს, მიანიჭებენ თუ არა გმირის წოდებას უკრაინაში დაღუპულ სამხედროებს, რაზეც მან უთხრა, რომ "მასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ".


close დახურვა