logo
ENG



ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს - ახალი დეკლარაცია

05 ნოე 202212:12
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს - ახალი დეკლარაცია

ახალი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 29 ოქტომბრით თარიღდება, საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს - მსგავსი ოდენობის ფულადი საჩუქარი მშობლებისგან ღარიბაშვილმა ადრეც მიიღო.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ პრემიერი ფლობს 50 000 ლარის დანაზოგს, ასევე, სამ ბინას თბილისში - მან გაგარინის ქუჩაზე 121,8 კვ.მ-ის ბინა 2009 წელს 100 000 ლარად შეიძინა, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ-ისა და 159-ის ბინები 2011 წელს ჯამში 406 000 ლარად.

მას ეკუთვნის 2019 წელს ნაყიდი აუდი A8, რომლის ღირებულებაც 75 620 ევროა. ამასთან, ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის მფლობელობაშია RANGE ROVER VELAR, რომელიც 2018 წელს 46 000 ევროდ შეიძინა.

ვრცლად დეკლარაციის შესახებ დეტალებს ნახავთ დღეს, 20:00-ზე შაბათის ფორმულაში.


close დახურვა