კახეთში სეტყვით დაზიანებული ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია ჩაიბარებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საწარმო სეტყვით დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0,90 ლარს გადაიხდის. ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
ვენახების გარდა, დასეტყვილია ხეხილის ბაღები, მოგლეჯილია ხეები, გაწყვეტილია ელექტროსადენები და წაქცეულია ელექტრობოძები. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.