logo
ENG



ღირსეული პარტნიორი 2020 - სწავლება 5 ქვეყნის 2700-ზე მეტი ჯარისკაცის მონაწილეობით ხვალ დაიწყება

06 სექ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020 (Noble Partner 2020) გაიმართება.

სწავლება, ოფიციალურად, ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საერთაშორისო წვრთნის ოფიციალურ გახსნამდე, 1 სექტემბერს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 საფრენი აპარატებით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173- სადესანტო ბრიგადის მიერ გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია - ძალების დესანტირება განხორციელდება.

წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

ღირსეული პარტნიორი საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - ძალა პარტნიორობაშია


close დახურვა