logo
ENG



ღრმაღელის მეტროსთან კაცი მოკლეს

05 ივნ 202515:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/05/estksj7fz3m10ql.jpg

თბილისში, ღრმაღელის მეტროსთან კაცი მოკლეს, 2 პირი კი დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 1 პირია დაკავებული.

მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი კი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა