logo
ENG



ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

30 ივლ 202018:14
3 წუთის საკითხავი
 
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

 

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე, 42 წლის ლევან გრემელაშვილი მოკლეს. 

დაღუპული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან არის. ადგილობრივების ინფორმაციით, გრემელაშვილი საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. მათი განცხადებით, ის მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს. მათივე ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული.

როგორც ცნობილია, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა.  

როგორც "ფორმულას" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.


close დახურვა