logo
ENG



ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დავაკავეთ - საგამოძიებო

07 დეკ 202311:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/07/3bfxrn7f4u1jk9s.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 7 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა – მხილების მიზნით.


close დახურვა