თურალ ელჩიევი, დმანისიდან, ერთ-ერთია იმ ათ ახალგაზრდას შორის, რომელიც დედაქალაქში საცხოვრებელი ბინის მიღებას ახალაშენებულ კომპლექსში ამ დრომდე ელის. ელჩიევი 20 წლისაა და ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. ეროვნულ გამოცდებში არასაკმარისი ქულების გამო სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვა. ჯერ კიდევ დმანისში ცხოვრობდა, როდესაც ოჯახის ახლობელმა ქალთან დააკავშირა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანისა და ბიძინა ივანიშვილის სტუდენტების ხელშეწყობის ფონდის წარმომადგენლის სახელით გაეცნო, დაფინანსების მოპოვებასაც დაჰპირდა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც
ყალბი დეკანის თაღლითური სქემა
24 იან 202319:54
3 წუთის საკითხავი