logo
ENG



ყალბი ცნობების დამზადება 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად-დაკავებულია 2 პირი

26 ივნ 202011:04
3 წუთის საკითხავი
 
yxp885qwweqqurp.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდნენ. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარად. 

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. 

 


close დახურვა