logo
ENG



ყარაჯალარი ჩაიკეტა - მოსახლეობა კორონავირუსს ეჭვის თვალით უყურებს

24 ივლ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

ტესტირება დისტანციის დაცვის გარეშე და დარღვეული რეკომენდაციების ფონზე. კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში 24 საათში 19-ით გაიზარდა, ერთ-ერთი წყარო კი ლილოს ბაზრობა აღმოჩნდა, სადაც 8 დაინფიცირებულია. სავაჭრო სივრცეში დილიდან  ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. ლილოს ბაზრობაში დასაქმებულების ნაწილს ნაწილს კორონავირუსის არ სჯერა.

ეპიდემიოლოგიურად ყველაზე ცხელ ადგილებში პანდემიის მონაცემებს ეჭვით უყურებენ. ყარაჯალარის მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელებაში ეჭვი შეაქვს. ყარაჯალარელები  მასობრივ  ტესტირებაზე უარს აცხადებდნენ, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. მოსახლეობა გადაადგილების შეზღუდვის გამო პროტესტს გამოთქვამს. ყარაჯალარელები საკუთარ სახლებში მისვლას ვერ ახერხებენ, რადგან მათი თქმით თუ სოფელში შევლენ, უკან ვეღარ გამოვლენ და საარსებო წყაროს დაკარგავენ.

ეპიდემიოლოგებს ლილოს ბაზრობაზე დღეში 500-მდე ნიმუშის აღება აქვთ დაგეგმილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ტერიტორია რისკისშემცველია, რადგან აქ დასაქმებულთა უმეტესობა კორონავირუსის ცხელი წერტილიდან, გარდაბნიდანაა. 

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს. 3 შემთხვევის წყარო ჯერჯერობით უცნობია.


 


close დახურვა