ყვარელში 25 წლის ლევან დოლენჯაშვილს უკვე მეორე დღეა ეძებენ. ახალგაზრდა კაცი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ოჯახის წევრებს არ უნახავთ.
ფორმულას ინფორმაციით, სახლიდან გასვლამდე მან ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეგობრებთან მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.
ლევან დოლენჯაშვილის სამძებრო სამუშაოების შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ჩართული.