ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის კონტაქტების ნაწილი გამოკვლეულია. 62 პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია, 40-ის ანალიზის პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან.
კახეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 147-მდეა. ასევე დღეისთვის იგეგმება რამდენიმე კონტაქტის სინჯის ტესტირებაზე გაგზავნაც.