ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მეხანძრე–მაშველები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. რადგან ცეცხლი მიუვალ ადგილას იყო გაჩენილი, ტექნიკის გამოყენება ვერ მოხერხდა.
ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.
ამ დროისთვის სტიქიის ზონებში კერების დამუშავება მიმდინარეობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.