შინ ევროპაში დაბრუნების იდეამ ყველა გააერთიანა, ივნისის აქციების ევროპულმა სულისკვეთებამ პარტიული სიმპათიების და უთანხმოებების ზღვარი მოშალა - რუსთაველზე გამოვიდა ყველა, ვისთვისაც ამ სახელმწიფოს მომავალი მთავარი და მნიშვნელოვანია. არ დარჩენილა არცერთი პროფესიის ადამიანი, ვინც ქვეყნის მთავარ გამზირზე არ იდგა. რაც მთავარია, ქუჩაში გამოვიდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც არა ერთი მანდატი მისცეს ივანიშვილის ქართულ ოცნებას.
ყველა ერთად ევროპისკენ - დროება
26 ივნ 202220:14
3 წუთის საკითხავი