Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა:
- უმუშევრობა - 47%
- ფასების ზრდა - 45%
- სიღარიბე - 43%
- ოკუპირებული ტერიტორიები - 25%
- ემიგრაცია - 19%
- განათლება - 18%
- ნარკოტიკების უკანონო მოხმარება/გავრცელება - 15%
- ჯანდაცვა - 13%
- რუსების მიგრაცია საქართველოში - 13%
- ომი უკრაინაში - 8%
- ევროინტეგრაცია - 8%
- კორუფცია - 8%
- კრიმინალი - 7%
- გარემოს დაცვის პრობლემები - 3%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.