ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე მეტად გამოკითხულთა 87% ენდობა ქართულ ჯარს. ეკლესიას ნდობას უცხადებს 86%, ხოლო რეიტინგში მესამე ადგილს 68%-იანი ნდობით იკავებს პროკურატურა.
მინისტრთა კაბინეტსა და სასამართლოს ნდობას 37% უცხადებს, პარლამენტს კი 34%-იანი ნდობა აქვს.
საინტერესოა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობა 34%-იან ნდობას უცხადებს.
რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს პრეზიდენტი - მას 32% ენდობა.
მეთოდოლოგია
„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.