logo
ENG



ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ერთად ერთის წინააღმდეგ - შოთა დიღმელაშვილი

14 ნოე 201914:49
3 წუთის საკითხავი
 
7b6xwj7n35x3p8v.png

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და თანამშრომლობას სთავაზობს ყველა ძალას.

როგორც მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ხალხი უნდა გაერთიანდეს ერთად, ერთის წინააღმდეგ.

„თუ ხელისუფლება გადაიზარდა ტირანიაში, მაშინ ხალხს აქვს აჯანყების უფლება. ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, ყველანი უნდა გამოვიდეთ ერთად ერთის წინააღმდეგ. არ უნდა მივცეთ არავის უფლება მოიტაცოს ქართველი ხალხის სახელმწიფო, გამოდით ყველა, ძალაუფლება ხალხს. არ დავიშლებით სანამ საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ, თუ არ ალოკავენ ავალოკინებთ,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 


close დახურვა