logo
ENG



ყველას მოვუწოდებ არ ინერვიულონ და შეინარჩუნონ სიმშვიდე - ირაკლი კობახიძე

14 ნოე 201914:03
3 წუთის საკითხავი
 
ukohwlzacra60l4.jpg

 

„ყველას მოვუწოდებ არ ინერვიულონ და შეინარჩუნონ სიმშვიდე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრის ჩავარდნის საკითხს. როგორც კობახიძე აცხადებს, ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი და 2012 წლის შემდეგ მთავარი მონაპოვარი.

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც გვაქვს 2012 წლიდან, დეპუტატები არ არიან მხოლოდ თითის მიმჭერები. იყო არაერთი საკითხი, სადაც არსებობდა განხსვავებული პოზიციები და გვქონდა არაერთი მწვავე საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 


close დახურვა