რამდენიმე საათში მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მიტროპოლიტი ჩავა. ყოფილ ეპისკოპოსს, პეტრე ცაავას ჯერ განცახადება არ გაუკეთებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის მის ჩამნაცვლებელთან შეხვედრას გეგმავს. ამას ადასტურებენ სასულიერო პირებიც. როგორ განვითარდება მოვლენები შეხვედრაზე ეს ჯერ არავინ იცის.
ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა. მან მედიასთან განცხადებების გაკეთება არ ისურვა და დაადასტურა მხოლოდ ის, რომ ახალ ეპისკოპოსს გრიგოლ კაციას ის ნამდვილად ელოდება ეპარქიაში.
"სალხინოში გვაქვს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი და ძალიან მთხოვეს ბავშვებმა, რომ მივიდე დასამშვიდობებლად და მივდივარ იქ... ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავას პატრიარქმა მღდელთმსახურება აღუკვეთა, როს შემდეგაც ყოფილმა მიტროპოლიტმა ილია მეორეზე სკანდალური განცხადებები გააკეთა.