logo
ENG



ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდი შევინარჩუნოთ-აქციის პარალელურად კალაძე გლდანში სკვერს ხსნიდა

15 ნოე 201908:55
3 წუთის საკითხავი
 
7hs3y7bpgjo4jn9.png

საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის ფონზე თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში სკვერის გასახსნელად მივიდა. საზოგადოებრივი სივრცის გახსნაზე თბილისის მერი მოსახლეობას საზეიმო ვითარებაში შეხვდა. ამის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ყველაფერს გააკეთებენ, რათა გუნდი შეინარჩუნონ. "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდი შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში სჭირდება ქვეყანას, სჭირდება სიმშვიდეს, ქვეყნის განვითარებას. იქნება 2020 წელს არჩევნები, სადაც ყველას მიცემა საშუალება, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვის ჩააბარონ ქვეყანა და ვის ანდონ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 


close დახურვა