logo
ENG



ყინწვისის ინცინდენტზე სასულიერო პირი დააკავეს

27 აპრ 202017:53
3 წუთის საკითხავი
 
l0y17tgy9sgitjh.jpg

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, დაკავებული სასულიერო პირია, რომელიც ყინწვისის ინციდენტში იღებდა მონაწილეობას.

„დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა დაცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა კი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ მოხდა.


close დახურვა