logo
ENG



ყიფშიძე სააკაშვილზე: ჩაუტარდა გადასხმა, სისხლის ანალიზის ერთი პარამეტრი არ იყო კარგი

22 ოქტ 202123:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/22/r0227oe5908enkw.jpg

მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში მორიგი ვიზიტის შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში გადასხმა ჩაუტარდა, რადგან მისი სისხლის ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

"დღეს ჩატარდა როგორც გითხარით სისხლის ანალიზი, სისხლის ანალიზის ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. მე ეს უკვე ვიცოდი, ამიტომ უცებ აქ გამოვიქეცი და გავუკეთეთ გადასხმა, რეანომობილი იყო აქ და ჩვენ ეს ძალიან დაგვეხმარა" , - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია შეიძლება ხვალ დასჭირდეს. ექიმი ამბობს, რომ მისი მკურნალობა მხოლოდ სამოქალაქო საავადმყოფოში შეიძლება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია, დღეს უკვე კრიზისი გადავიარეთ, ხვალ შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ჯერ არაფერს გვთავაზობენ. 

სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული ამიტომ საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში.  არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. ლოგიკას ვერ ვხედავ, რომ აქიდან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება დაცული ბევრი რამ " , - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ექიმი.

ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ხვალაც შევა.

მიხეილ სააკაშვილი 22-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.


close დახურვა